ვარშავაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ინციდენტ

დემონსტრანტების ერთ ჯგუფსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

187760
ვარშავაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ინციდენტ

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ინციდენტი მოხდა.

დემონსტრანტების ერთ ჯგუფსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

დედაქალაქ ვარშავაში დამოუკიდებლობის დღეს ნაციონალთა ჯგუფებმა მსვლელობა მოაწყვეს, რომლის დროსაც შეტაკება მოხდა.

დემონსტრაციაზე, რომელშიც მონაწილეობას ასობით ადამიანი იღებდა, ნიღბიანთა ერთმა ჯგუფმა პოლიციელებს ქვები და ჩირაღდნები ესროლა. პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

ინციდენტის დროს 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი პოლიციელი.

პოლიციამ შეტაკებაში მონაწილე ბევრი დემონსტრანტი დააკავა.

ამგვარ ინციდენტს ჰქონდა ადგილი ასევე გასულ წელში გამართულ ღონისძიებებზეც.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები