ინგლისმა მთლიანად გაიყვანა ჯარები ავღანეთიდან

სამეფომ აქ სულ 453 ჯარისკაცი დაკარგა

172234
ინგლისმა მთლიანად გაიყვანა ჯარები ავღანეთიდან



როგორც განაცხადა ინგლისის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფალლონმა, მათ უკანასკნელი ინგლისური ნაწილიც გაიყვანეს ავღანეთიდან და ამით დაასრულეს რა სამეფო ჯარების გაყვანა, მათი სამხედრო ბაზები კი ავღანელ ჯარებს გადასცეს.

“მართალია ტერორიზმი მთლიანად არ აღიკვეთა ავღანეთში, მაგრამ, ამიერიდან მათი საბოლოო განადგურებისათვის თვით ავღანური ძალები გამოიჩენენ აქტიურ მცდელობებს. ბრიტანელმა ჯარისკაცებმა კოალიციასთან ერთად ყველაფერი გააკეთეს ავღანეთში სტაბილურობის აღსადგენად და ახლა თავიანთ ქვეყანას მოემსახურებიან“, განაცხადა ფალლონმა და დაამატა, რომ ინგლისელები ამის შემდეგ ავღანეთის ეკონომიკის აღდგენაშიც და სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნაშიც მიიღებენ მონაწილეობას.

ბრიტანელი ჯარისკაცები 2001 წლიდან იბრძოდნენ ავღანეთში და აქ სულ 453 ჯარისკაცი დაკარგეს.

ავღანეთში ჩატარებული ოპერაციები კი სულ 19 მილიარდ სტერლინგად დაუჯდა სამეფოს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები