ISIS-ს ტერორისტულ ორგანიზაციაზე რვა ახალი ოპერაცია განხორციელდა

აშშ-ს არმიამ და კოალიციურმა ძალებმა სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ს წინააღმდეგ 8 ახალი საჰაერო ოპერაცია განახორციელეს

156780
ISIS-ს ტერორისტულ ორგანიზაციაზე რვა ახალი ოპერაცია განხორციელდა

სირიაში ISIS-ს ტერორისტულ ორგანიზაციაზე რვა ახალი ოპერაცია განხორციელდა. 

აშშ-ს არმიამ და კოალიციურმა ძალებმა სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ს წინააღმდეგ 8 ახალი საჰაერო ოპერაცია განახორციელეს. სირიის ქალაქ კობანის სამხრეთ-დასავლეთით განხორციელებული 4 ოპერაციის შედეგად განადგურებული იქნა ტერორგანიზაცია ISIS-ს წევრების საცხოვრებლები და პოზიცია, საიდანაც მძიმე ტყვიამფრქვევით ცეცხლს ხსნიდნენ. ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთში განხორციელებული 3 ოპერაციის შედეგად კი განადგურებული იქნა ISIS-ს კონტროლის ქვეშ მყოფი სამი შენობა, ერთი საცხოვრებელი, ორი შენობა კი დაზიანდა.

რაკკა-ს ჩრდილო-დასავლეთით ოპერაციის შედეგად კი ტერორგანიზაციის შტაბბინა გაანადგურეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები