იძაბება მდგომარეობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის

საარტილერიო და ავტომატური ცეცხლის გახსნას, 17 სამოქალაქო შეეწირა

152264
 იძაბება მდგომარეობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის

თანდათან უფრო იძაბება მდგომარეობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის საკამათოდ ქცეულ ქაშმირის საზღვარზე.
ორ მხარეს შორის წარმოქმნილი საარტილერიო და ავტომატური ცეცხლის გახსნას, 17 სამოქალაქო შეეწირა.
დაღუპულთაგან 9 პაკისტანელი, 8 კი ინდოელი მოქალაქე აღმოჩნდა.
ინდოეთის კონტროლში არსებულ ჟამუ ქაშმირში სასაზღვრო ზონებში მცხოვრები 20 ათასი ადამიანი, შეტაკებების გამო, გადაყვანილ იქნენ ცენტრალურ რეგიონებში და განათავსეს ლტოლვილთა ბანაკებსა და სკოლებში.
ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა არუნ ჟეტლეიმ პაკისტანი დაადანაშაულა მოვლენების პროვოცირებაში და განაცხადა რომ ეს ძვირად დაუჯდება პაკისტანს.
მაღალ ჩინოსნებთან შეხვედრაზე მყოფი ინდოეთის პრემიერის ნარენდრა მოდის განცხადებით, შეტაკებები მოწესრიგებულ იქნება უმოკლეს დროში.
შეტაკებებთან დაკავშირებით სხდომა მოიწვია პაკისტანმაც უშიშროების კაბინეტთან.
ორ სახელმწიფოს, ინდოეთს და პაკისტანს შორის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ე.ი 1947 წლიდან ქაშმირისთვის ეს მეორედ იმართება ბრძოლა.
ქაშმირი, სადაც მოსახლეობის უმეტესობას მუსლიმანები შეადგენენ, 1947 წლიდან ინდოეთის კონტროლის ქვეშ არის.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები