ავღანეთ-აშშ-ს შორის უსაფრთხოების შეთანხმება დაიდო

კოალიციის ძალები ამ წლის ბოლომდე გავლენ ავღანეთიდან

144997
ავღანეთ-აშშ-ს შორის უსაფრთხოების შეთანხმება დაიდო



როგორც იქნა ავღანეთ-აშშ-ს შორის უსაფრთხოების შეთანხმება იქნა ხელმოწერილი, რითაც ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ეშრეფ განიმ შეასრულა წინა საარჩევნო დაპირება. შეთანხმებას ხელი მოაწერეს განის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და ამერიკის ელჩმა ქაბულში.

ამ შეთანხმებით კოალიცია ამ წლის ბოლომდე დაასრულებს თავის ჯარების გაყვანას ავღანეთიდან, თუმცა 12 ათასიანი კონტინგენტი დარჩება და აქედან 9800 ჯარისკაცი ამერიკელი იქნება.

დარჩენილი ჯარისკაცები საომარ მოქმედებებში და ოპერაციებში არ მიიღებენ მონაწილეობას რა, ავღანელი ჯარისკაცების წვრთნით დაკავდებიან.

როგორც მოგეხსენებათ ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა უწინდელმა პრეზიდენტმა ჰამიტ ქარზაიმ.

თალიბანმა შეფასება მისცა რა ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილ ამ შეთანხმებას, მას მეტად ბოროტი და მზაკვრული უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ამით ამერიკა ახალი და უფრო საშიში ომისათვის ემზადება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები