ISIS-ი აშშ-სა და საფრანგეთში მეტროების სისტემებზე თავდასხმებს გე

ერაყის პრემიერის თქმით, ისლამური სახელმწიფოს ორგანიზაცია აშშ-სა და საფრანგეთში მეტროებზე თავდასხმებისათვის ემზადება

140056
ISIS-ი აშშ-სა და საფრანგეთში მეტროების სისტემებზე თავდასხმებს გე

ISIS-ი აშშ-სა და საფრანგეთში მეტროების სისტემებზე თავდასხმებს გეგმავს. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ნიუ-იორკში მყოფმა ერაყის პრემიერმინისტრმა ჰაიდარ ელ აბადიმ განაცხადა, რომ ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს ორგანიზაცია აშშ-სა და საფრანგეთის მეტროებზე თავდასხმების განხორციელებისათვის მზადების თაობაზე ინფორმაციების მოიპოვეს.

აბადის განცხადებით, ინფორმაცია ერაყში დაკავებული ისლამური სახელმწიფოს მილიტანებისაგან მიიღეს. მისივე თქმით, სახელების, დეტალებისა და თარიღების თაობაზე ჩატარებული ღრმა გამოკვლევებით აღმოჩნდა, რომ გეგმა სერიოზულია. 

აღნიშნულ თემაზე კი თეთრი სახლიდან განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა კეტლინ ჰაიდენმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ამგვარი თავდასხმის გეგმის არსებობას არ ადასტურებენ. მისივე თქმით, ყველა საფრთხეს სერიოზულად აღიქვამენ და პარტნიორებისაგან მიღებულ ინფორმაციის, ისევე როგორც ყოველთვის, გადამოწმებას ცდილობენ. 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები