თავდასხმა ISIS-სა და ხორასანის ჯგუფებზე

აშშ-ს განცხადებით, სირიაში ესის-ის გარდა ელ ქაიდასთან კავშირში მყოფი ხორასანის ჯგუფზეც განახორციელეს ოპერაცია

136526
თავდასხმა ISIS-სა და ხორასანის ჯგუფებზე

თავდასხმა ISIS-სა და ხორასანის ჯგუფებზე.

აშშ-ს განცხადებით, სირიაში ისლამური სახელმწიფოს ორგანიზაციის გარდა ელ ქაიდასთან კავშირში მყოფი ხორასანის ჯგუფზეც განახორციელეს ოპერაცია.

პენტაგონის ინფორმაციით, ხორასანის ჯგუფი აშშ-ში ან ევროპაში დიდი ტერორისტული აქტის მოწყობისათვის მზადების ბოლო ეტაპზეა. პენტაგონისვე განცხადებით, ალეპოს ახლოს მდებარე ხორასანის ჯგუფის პოზიციებზე მხოლოდ ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების მონაწილეობით 8 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. რაკკასა და ერაყის საზღვართან ახლოს მდებარე რეგიონებში კი ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს შტაბები დაიბომბა.

პენტაგონის ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილე 5 არაბული ქვეყნა ან ჰაერიდან ახორციელებს დაზვერვას ან დაბომბვებში მონაწილეობს და ოპერაციების უმრავლესობას ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები ატარებენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპერაციების დროს ხორასანის 50 და ესის-ს 70 მილიტანი დაიღუპა. სირიელი ოპოზიციონერების განცხადებით, კი თავდასხმების დროს 8 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის სამი ბავშვიც, დაიღუპა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თავდასხმამდე ამერიკის ელჩმა სირიის გაეროში წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა, ბეშარ ესადმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საერთაშორისო კოალიციის ტერორიზმთან ბრძოლას.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ესის-თან ბრძოლა დიდხანს გაგრძელდება და მას საბოლოოდ გაანადგურებენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები