უკრაინაში სეპარატისტების მიერ მძევლად აყვანილი 15 სამხედრო გაათა

ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეთა განთავისუფლების პროტოკოლის ფარგლებში, ტყვედ აყვანილი 15 უკრაინელის სამხედრო დონეცკში გაათავისუფლეს

118335
უკრაინაში სეპარატისტების მიერ მძევლად აყვანილი 15 სამხედრო გაათა


უკრაინაში სეპარატისტების მიერ მძევლად აყვანილი 15 სამხედრო გაათავისუფლეს.

მინსკში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეთა განთავისუფლების პროტოკოლის ფარგლებში, ტყვედ აყვანილი 15 უკრაინელის სამხედრო დონეცკში გაათავისუფლეს.

ამავდროულად, უკრაინული პრესა იტყობინება, რომ პრორუსი სეპარატისტების ხელში შესაძლოა დაახლოებით 700 უკრაინელი სამხედრო იყოს. აქვე აღნიშნულია, რომ მხარეებს შორის ხელმოწერილი სამშვიდობო პროტოკოლის ფარგლებში ყველა ტყვე საჭიროა 2 დღეში იყოს გათავისუფლებული.

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ორგანიზაციის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პრესსპიკერმა ვლადიმირ პოლევოიმ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებიდან დღემდე 864 სამხედრო დაიღუპა, 3 ათას 215 კი დაიჭრა.

პოლევოის თქმით, გუშინ ღამით აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში, უკრაინელი სამხედროების განთავსების წერტილებში განხორციელებული თავდასხმების მიუხედავად, უკრაინის არმას არ დაურღვევია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მორატორიუმის პროცესის გაუქმებაზე საუბარი არ ყოფილა.

პოლევოის განცხადებით, დონეცკის აეროპორტზე თავდასხმების მიუხედავად, აეროპორტი უკრაინის არმიის, ხოლო დონეცკი კი სეპარატისტების კონტროლის ქვეშაა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები