კალიფორნიის შტატში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

102962
კალიფორნიის შტატში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა


ამერიკაში, კალიფორნიის შტატში, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 87 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი მძიმედ.
სან ფრანცისკოს ყურეში მომხდარმა მიწისძვრა მატერიალური ზარალი გამოიწვია.

მიწისძვრის ბიძგები, რამაც ხანძრების გაჩენა გამოიწვია, ყველაზე ძლიერად ქალაქ ნაპაში იგრძნობოდა და ამ ქალაქში საგანგებო ვითარება გამოცხადდა.
ქალაქში 3 ისტორიული შენობა, მათ შორის რეგიონის იუსტიციის სასახლეც დაზინადა.

უფლებამოსილთა განცხადებით, მიწისძვრის შედეგად ხანძრის 6 კერა გაჩნდა და ორი კომერციული ნაგებობა სერიოზულად დაზიანდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქის ზოგიერთ რეგიონს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები