მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით ახალი ბრალდებები ვრცელდება

98361
მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით ახალი ბრალდებები ვრცელდება

მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით ახალი ბრალდებები ვრცელდება. გერმანული საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ფედერალური სადაზვერვო ორგანო თურქეთის მიმართ მოსმენებსა და თვალთვალს 1990-იანი წლებიდან ახორციელებს.

სააგენტოს მიხედვით, მწვანეთა და სოციალ დემოკრატიული პარტიების მიერ 1998-2005 წლებში შექმნილი კოალიციური მთავრობის მითითებით ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა თურქეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც თვალთვალი და მიყურადება უნდა განეხორციელებინა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სადაზვერვო საქმიანობის განსახორციელებელი ქვეყნები სამ ჯგუფში შეიყვანეს და თურქეთი კი პირველი ხარისხის სადაზვერვო საქმიანობის საწარმოებელ ქვეყნებს შორის მოხვდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი იმ პერიოდში დაზვერვის სამსახურზე პასუხისმგებელი სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანული ჟურნალის დერ შპიგელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ფედერალური დაზვერვის ორგანიზაცია მთავრობის მიერ 2009 წელში გაცემული მითითებით თურქი მაღალჩინოსნების მოსმენებსა და თვალთვალს ახორციელებს.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გერმანიის ელჩი ანკარაში ებერჰარდ პოლი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ამ თემასთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ „გერმანიის დაზვერვის ორგანიზაციის საქმიანობაზე საზოგადოებას ინფორმაციას ვერ მიაწოდებს“.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები