დასავლეთ აფრიკაში ებოლას ებრძვიან

მჯო-მ 100 მილიონი დოლარი გამოყო

76333
დასავლეთ აფრიკაში ებოლას ებრძვიან



დასავლეთ აფრიკაში მასიურად ვრცელდება მომაკვდინებელი ებოლას ვირუსი, რის გამოც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საყოველთაო ბრძოლა გამოუცხადა მას და ამ მიზნით 100 მილიონი დოლარის ფონდიც გამოყო, თუმცა ხსენებული ორგანიზაციის განცხადებით ებოლას გავრცელების რეგიონებში, განსაკუთრებით გვინეაში, ლიბერიაში და სიერრა-ლეონეში არ ჰყოფნით ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი, ამიტომაც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ამ რეგიონებში ჯანდაცვის პერსონალის გაგზავნისაკენ მოუწოდა.

ამ მოწოდებას კი პირველი ამერიკა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რეგიონს მიავლენს 50 ექიმს, ხოლო ამის პარალელურად მომავალ კვირას ებოლას გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ კონფერენციას უმასპინძლებს.

ლიბერიაში ამ ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით სკოლები დახურეს და სახელმწიფო მოსამსახურეებიც დროებით დაითხოვეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები