თურქმენებს ჩუმწარდათ რამაზანის ბაირამი
ხალხი ცხოვრობს 50 გრადუსის სიცხეში და სასიცოცხლო ბრძოლას წარმართავენ
იშიდის მხრიდან ტელაფერის და მუსულის ხელში ჩაგდების შემდეგ, თურქმენებს, რომლებმაც მიატოვეს სახლ-კარი და თავი შეაფარეს ერბილის მიმდებარედ გაშენებულ ბანაკებს, ჩუმწარდათ რამაზანის ბაირამი.
ერბილიდან 50 კმ-ით დაშორებულ ჰაზირის ლტოლვილთა ბანაკში ადამიანური ტრაგედია გრძელდება.
TRT-ს წარმომადგენელმა ჯგუფმა მოინახულა მუსულის და ტელაფერისგან გაქცეული თურქმენები და თავიანთი თვალით იხილეს როგორ მძიმე პირობებში ცხოვრობენ ისინი.
მტვრიან და გამოუსადეგარ ადგილზე გაშენებულ 750-მე პლასტიკურ კარავში ხალხი ცხოვრობს 50 გრადუსის სიცხეში და წარმართავენ სასიცოცხლო ბრძოლას.
ბაირამზე, არ ელიან არც ვინმე სტუმარს და არც არაფერი გააჩნიათ მათ გასამასპინძლებლად.
მათთვის, ყველაზე დიდ პრობლემად ითვლება წყალი და საკვები.
ვერ ხდება ნაგავის დროულად გასუფთავება, მიუწვდომელს წარმოადგენს სუფთა წყალი და არ არის გამორიცხული გადამდები ავადმყოფობის წარმოქმნა. თოთო ბავშვების უმეტესობა ავადმყოფია. ყოველდღიურად ათობით ავადმყოფი ბავშვი გადაჰყავთ საავადმყოფოში სამკურნალოდ.
არადა, ერთი წლის წინ ისინი სიხარულით ელოდნენ რამაზანის ბაირამის მოსვლას. ახლა დიდი იმედით ელოდებიან თურქეთის მხრიდან გასაგზავნ დახმარებას.
მსგავსი ინფორმაციები

კამალა ჰარის-ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
კამალა ჰარის-ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა