კიევი და მოსკოვი აგრძელებენ ურთიერთბრალდებებს
კატასტროფის ადგილზე მუშაობს ეუთოს 30 დამკვირვებელი
უკრაინაში ჩამოგდებულ მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავთან დაკავშირებით ახალი არაფერია ცნობილი და მხარეები კვლავ აგრძელებენ ურთიერთბრალდებებს.
უკრაინის დაზვერვა მასზე პასუხისმგებლობას რუსულ მხარეს აკისრებს და ამის მაგალითად მოჰყავს ჯერ ერთი პრორუსების საუბრის ჩანაწერები იმ ადგილის სიახლოვიდან, სადაც ჩამოვარდნილ იქნა თვითმფრინავი, ხოლო მეორეს მხრივ უკრაინა პრორუსებს ადანაშაულებს მტკიცებულებების მოსპობა-განადგურების მცდელობაში.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი პრორუსებმა დაღუპული მგზავრების საბანკო ბარათები იგდეს ხელთ და მათგან ფულის გამოტანის მიზნით ეს ბარათები რუსეთში წაიღეს, ამიტომაც დაღუპულების ნათესავებს მოუწოდეს, დაბლოკონ ხსენებული ბარათები.
რუსეთის განცხადებით კი უკრაინა მის წინააღმდეგ დასავლეთში საინფორმაციო ომს ეწევა.
მიღებული ცნობებითვე კატასტროფის ადგილზე მუშაობს ეუთოს 30 დამკვირვებელი და ისინი დაადგენენ კატასტროფის მიზეზებს
მსგავსი ინფორმაციები
ჯოზეფ ბორელიმ ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმები კიდევ ერთხელ დაგმო
ჯოზეფ ბორელიმ ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმები კიდევ ერთხელ დაგმო