მოსკოვი კიევს პროვოკაციაში ადანაშაულებს
უკრაინის არმია ლუგანსკის შტურმს აპირებს
მოსკოვის განცხადებით უკრაინის მხრიდან ნასროლმა ჭურვმა რუსეთის საზღვარზე მდებარე დასახლებაში 1 კაჩის სიცოცხლე შეიწირა, 2 კი დაჭრა.
ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროვოკაციული უწოდა ამ თავდასხმას და მისგან გამომდინარე შესაძლო შეუქცევად შედეგებზე პასუხისმგებლობასაც კიევს აკისრებს.
ეს უკანასკნელი კი უარყოფს ამ ფაქტს. თვით უკრაინიდან მიღებული ცნობებით ამ ქვეყნის არმიამ დონეცკის მახლობელ ქალაქ სივერსკიზეც აღადგინა კონტროლი, ხოლო სხვა დასახლებებში ბრძოლები პრორუს სეპარატისტებთან გრძელდება.
ზოგიერთი ცნობით უკრაინის არმიის მხრიდან ქალაქ მარიინკას დაბომბვისას 30 კაცი დაიღუპა და მათ შორის სამოქალაქო პირებიც არიან.
ახლახან მიღებული ცნობით უკრაინის ტანკებმა თავდასხმა დაიწყეს ქალაქ ლუგანსკზე და წარმოქმნილ შეტაკებაში 6 კაცი დაიღუპა
მსგავსი ინფორმაციები
ჯოზეფ ბორელიმ ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმები კიდევ ერთხელ დაგმო
ჯოზეფ ბორელიმ ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმები კიდევ ერთხელ დაგმო