ნიგერიაში არმიას და ბოკო ჰარემის ორგანიზაციის წევრებს შორის შეტა

მოკლულ იქნა 44 ორგანიზაციის წევრი და დაიღუპა 6 სამხედრო ჯარისკაცი.

121805
ნიგერიაში არმიას და ბოკო ჰარემის ორგანიზაციის წევრებს შორის შეტა

ნიგერიის სამხედრო მრჩეველის კრის ოლუკალადეს განცხადებით, ქერენოეს რეგიონში არმიას და ბოკო ჰარემის ორგანიზაციის წევრებს შორის მომხდარ შეტაკებაში მოკლულ იქნა 44 ორგანიზაციის წევრი და დაიღუპა 6 სამხედრო ჯარისკაცი.
დაკავებულ იქნა ორგანიზაციის მრავალი წევრი.
ოლუკალადეს განცხადებით, ორგანიზაციასთან ბრძოლა გაგრძელდება შემდეგშიც. სამხედრო ძალები ისევ წარმართავენ მათ წინააღმდეგ ბრძოლას ბალმოს ტყეებში სადაც ძირითადად იმალებიან.
ჯიგავას პროვინციის ბალმოს და სამბისას ტყეებს ბოკო ჰარემის ორგანიზაციის წევრები იყენებენ თავდასხმისთვის და თავშეფარებისთვის.
ბორნოს პროვინციაში, კვირის დასასრულს ერთ-ერთ სამხედრო პუნქტზე განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლულ იქნა 50 მილიტანი.
ბოკო ჰარემი პირველად გამოჩნდა მთავრობის არასწორი მართვის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 2000 წლების დასაწყისში.
2009 წელში კი, მათი ლიდერის სიკვდილის შემდეგ მიმართეს ძალადობას. დღემდე მათ პასუხისმგებლობა ეკისრებათ მრავალი ადამიანის მკვლელობაში, სამლოცველოებსა და სახელმწიფო დაწესებულებებზე განხორციელებულ თავდასხმებში.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები