პრორუს სეპარატისტებთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება დასრ

113379
პრორუს სეპარატისტებთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება დასრ


უკრაინაში სამთავრობო ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება ამოიწურა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და აღნიშნა, რომ სეპარატისტების წინააღმდეგ ოპერაციები განახლდება და მათ ხელში არსებულ უკრაინის ტერიტორიებს დაიბრუნებენ. მისივე თქმით, სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები და სამშვიდობო გეგმა არ შეასრულეს.

ცეცხლის შეწყვეტის ვადის გუშინ საღამოს ამოწურვისთანავე უკრაინელმა ლიდერებმა შეხვედრები გამართეს.

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურ ვლადიმერ პუტინთან, გერმანელ და ფრანგ კოლეგებთან სატელეფონო საუბრის შემდეგ პოროშენკომ უსაფრთხოების საბჭო შეკრიბა.

უსაფრთხოების საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებამ სეპარატისტულ ჯგუფებს გაერთიანებისა და შეიარაღების შესაძლებლობა მისცა და მასზე თანხმობა არ განაცხადეს.

პოროშენკომ ცეცხლის შეწყვეტის ვადა გასულ კვირაში ერთ ჯერ უკვე გააგრძელა, თუმცა 20 ივნისს მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, 27 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 69 კი დაიჭრა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები