ნიკოლა სარკოზი დაკავებულია

113656
ნიკოლა სარკოზი დაკავებულია


საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, კონფიდენციალური სასამართლო მოკვლევის დარღვევასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

სატელევიზიო არხის BFM-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სარკოზი პარიზის მახლობლად დააკავეს და დაკითხვაზე წაიყვანეს.

პოლიციამ გუშინ ასევე დააკავა სარკოზის ადვოკატი ტიერ ჰერზოგი და უზენაესი სასამართლოს მთავარი პროკურორები ჯილბერტ აზიბერტი და პეტრიკ სასოტი.
სარკოზის მის ადვოკატთან სატელეფონო საუბრით, რომლის მიყურადებაც ხორციელდებოდა, ირკვევა, რომ მის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოტანისათვის უზენაეს სასამართლოში პროკურორ ჯილბერტ აზიბერტს დაუკავშირდა.

სარკოზის ტელეფონის საიდუმლო მიყურადების გამომჟღავნებამ საფრანგეთში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ამაზე ადვოკატთა გაერთიანებებმა მწვავე რეაქცია გამოხატეს.

ფრანგული პრესა წერა, რომ მოსამართლეების გადაწყვეტილებით სარკოზისა და ორი მინისტრის ტელეფონების მიყურადება, ლიბიის ჩამოგდებული ლიდერის კადაფის მიერ 2007 წელში საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ბრალდების ფარგლებში ხორციელდებოდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები