ბარაკ ობამა ტელეფონით დაუკავშირდა ოლანდს და მერკელს

განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები

102358
ბარაკ ობამა ტელეფონით დაუკავშირდა ოლანდს და მერკელს


თეთრი სახლის პრეს სამსახურის განცხადებით ბარაკ ობამა ტელეფონით დაუკავშირდა რა თავის ფრანგ კოლეგა ფრანსუა ოლანდს და გერმანიის კანცლერ ანგელა მერქელს, განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მიესალმნენ პოროშენკოს მხრიდან მორატორიუმის გამოცხადებას.

მსოფლიოს ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრებიდან, შეაჩეროს უკრაინაში შეიარაღებული პირების და იარაღის შეგზავნა და ამასთან განიარაღება მოსთხოვოს პრორუს სეპარატისტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ახალი და მკაცრი სანქციებით დაემუქრნენ მოსკოვს.

 ლიდერებმა ერაყში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს და შეშფოთება გამოთქვეს რადიკალური IŞİD-ის წინსვლის გამო, იტყობინება თეთრი სახლის პრეს სამსახური


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები