უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭო ჩატარდა

განხილულ იქნა რეგიონების ვითარება. დღის წესრიგში ჩადგება სამშვიდობო გეგმაც.

97847
უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭო ჩატარდა

უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭო ჩატარდა სახელმწიფო პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თავმჯდომარეობით.
სხდომის გახსნით მოხსენებაში პოროშენკომ აღნიშნა, რომ საგანგებო შეკრების მიზეზი გახდა ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ვითარება. ასევე განიხილავენ მომზადებულ სამშვიდობო გეგმასაც.
მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად განისაზღვრება სამშვიდობო გეგმის წარმართვის პროცესი.
სჯერათ, რომ ამ კვირაში შესაძლებელი გახდება გეგმის ცხოვრებაში გატარება.
საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემთხვევაში სრულიად იქნება აღდგენილი ცეცხლის შეწყვეტა.
დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტა კი შეზღუდული იქნება. პოროშენკომ გამოკვეთა, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონში მცხოვრებთა უსაფრთხოების გარანტირების მნიშვნელობა.
აღნიშნა, რომ სეპარატისტებიდან შეწყალებულ იქნებიან ისინი, ვისაც სერიოზული დანაშაული არ ჩაუდენიათ. ასევე სამშვიდობო პროგრამით მნიშვნელოვანი ცვლილებებია გათვალისწინებული. მოხდება ვადამდელი არჩევნები.
მნიშვნელობა მიეცემა უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობა-უნარიანობის განვითარებას. შეხვედრები ჩატარდა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, პრემიერთან და პარლამენტის თავჯდომარესთან.
საკითხთან დაკავშირებით ამ კვირაში მოახდენს კანონ პროექტზე ხელმოწერას და პარლამენტისთვის გადაცემას. ისიც დაამატა, რომ, ამავე კვირისთვის იმედოვნებს კანონ პროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები