ობამა ნიუ-იორკში სამხედრო სკოლის გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო

76682
ობამა ნიუ-იორკში სამხედრო სკოლის გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნიუ-იორკში სამხედრო სკოლის გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მომდევნო პერიოდში სამხედრო საშუალებებზე მეტად სანქციებს, დიპლომატიასა და საერთაშორისო სამართალს წამოაყენებენ წინა პლანზე.

ობამამ განაცხადა, რომ სირიის კრიზისში ოპოზიციის მხარდაჭერას გაზრდიან და თურქეთის, ერაყის, ლიბანისა და იორდანიის დახმარებას, რომლებმაც სირიელი ლტოლვილები შეიფარეს, გააგრძელებენ.

ამერიკის პრეზიდენტმა დასძინა, რომ სირიის კრიზისის დიპლომატიური გზებით მოგვარებისათვის ევროპისა და არაბული სამყაროს კოორდინაცია მოხდება.

ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში ობამამ კონგრესს მიმართა და მასშტაბების გაზრდისა და ქვეყნების დახმარებისათვის 5 მილიარდი დოლარის ფონდის გამოყოფა სთხოვა.
იგი ასევე შეეხო უკრაინის კრიზისს და აღნიშნა, რომ რუსეთთან წარმოქმნილი დაძაბულობის პროცესი ცივი ომი არ გახლავთ. მისივე თქმით, რუსული არმია თავისი აღჭურვილობით კვლავ უკრაინის საზღვართანაა და რუსეთის სასწრაფოდ იზოლაციისათვის სხვა ქვეყნების ფორმირება მოხდება.

ობამამ ირანზეც ისაუბრა. მისი თქმით, იმისათვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ შექმნას, მშვიდობიან გზებს გამოიყენებენ და ამ მიმართულებით მოლაპარაკებები გაგრძელდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები