რუსეთი ვეტოს დაადებს სირიის რეზოლუციას

რეზოლუცია სირიაში სამხედრო დანაშაულებების ჩამდენთა საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში გასამართლებას ითვალისწინებს

71225
რუსეთი ვეტოს დაადებს სირიის რეზოლუციას


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი ვეტოს დაადებს სირიაში სამხედრო დანაშაულებების ჩამდენთა საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში გასასამართლებლად საფრანგეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე დღეს გაიტანენ. 

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სირიაში ჩადენილი დანაშაულებები როგორც გაეროს გენერალური მდივნის, ასევე გაეროს ორგანოების ხელმძღვანელებისა და საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში ხშირად დგება და სირიაში შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

რეზოლუციაში მკაცრადაა დაგმობილი 2011 წლის მარტიდან დღემდე სირიის რეჟიმისა და რეჟიმის მხარდამჭერი მებრძოლების, ასევე სხვა არასახელმწიფოებრივი შეიარაღებული ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებები და მოთხოვნილია სირიაში არსებული ვითარების საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში განხილვა და პროკურორის მიერ გამოძიების დაწყების ბრძანების გაცემა.

იმ შემთხვევაში, თუ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი, რუსეთი, ვეტოს უფლებას გამოიყენებს, შეუძლებელი გახდება სირიის მდგომარეობის საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში გატანა. ამგვარად, გაეროს უსაფრთხოების საბჭო, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალება, კიდევ ერთხელ დარჩება უფუნქციო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები