რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებს არც ერთი მეზობელი ქვეყნის საჰაერ
აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი უფლებამოსილი
61322
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა უფლებამოსილმა განაცხადა, რომ რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებს არც ერთი მეზობელი ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია, მათ შორის არც უკრაინის და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ამ ბრალდებებს ამერიკა აყენებს, თუმცა თვითმფრინავების სიჩქარის, სიმაღლის, საზღვრის დარღვევის მანძილისა და სხვა თემებზე ინფორმაციას არ ავრცელებს და ეს ინფორმაცია სამართეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გუშინ განაცხადეს, რომ რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ბოლო 24 საათის მანძილზე რამოდენიმეჯერ დაარღვიეს უკრაინის საჰაერო სივრცე.