deepseek მსოფლიო დღის წესრიგშია

deepseek მსოფლიო დღის წესრიგშია

2235437
deepseek მსოფლიო დღის წესრიგშია

ჩინური ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელი DeepSeek მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა მისი მსგავს AI მოდელებთან შედარებით გაცილებით დაბალი ღირებულებისა და სწრაფი გავრცელების გამო.

მოკლე დროში გლობალური ინტერესის საგანი გახდა DeepSeek, რომელმაც აპლიკაციების მაღაზიებში გადაასწრო აშშ-ს კომპანია OpenAI-ის მიერ შექმნილ ChatGPT-ს და გახდა ყველაზე მეტად ჩამოტვირთული AI აპლიკაცია.

კონკურენტებთან შედარებით გაცილებით იაფად შექმნილი DeepSeek-ის სწრაფმა პროგრესმა ტექნოლოგიურ სფეროში ახალი კონკურენცია გააჩინა.

DeepSeek სოციალურ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი აპლიკაცია გახდა, რამაც გლობალურ ტექნოლოგიურ აქციებზე გაყიდვების ზეწოლა გამოიწვია და გავლენა იქონია ხელოვნური ინტელექტის სფეროს მსოფლიო გიგანტების აქციების მაჩვენებლებზე.

რა არის DeepSeek?
DeepSeek დაარსდა ლიანგ ვენფენგის მიერ 2023 წლის დეკემბერში. ერთი წლის შემდეგ წარდგენილი აპლიკაცია კონკურენტებთან შედარებით გაცილებით მოკლე დროში შეიქმნა.

მობილურ ტელეფონებზე უფასოდ ჩამოსატვირთი DeepSeek-ის R1 მოდელი გამოვიდა 20 იანვარს.

ხელოვნური ინტელექტის მოდელმა მსოფლიო მასშტაბით მოკლე დროში დიდი ინტერესი გამოიწვია.

ჩინური AI მოდელი მუშაობს მსგავსი სისტემების ტრენირებისთვის საჭირო ჩიპებზე გაცილებით ნაკლებით. მაშინ როცა მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ჩეთბოტები იყენებენ 16,000-ზე მეტ ჩიპს, DeepSeek-ს მხოლოდ 2,000 ჩიპი სჭირდება.

DeepSeek-ის შექმნა, რომელიც იყენებს აშშ-ს Nvidia H800s ჩიპის მოდელს, დაჯდა 6 მილიონ დოლარზე ნაკლები. ცნობილია, რომ OpenAI-მ ChatGPT-ის უახლეს ვერსიაზე 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.


საკვანძო სიტყვები: #ხელოვნური ინტელექტი , #AI , #deepseek

მსგავსი ინფორმაციები