Coca-Cola-ში ქლორატის მაღალი დონე აღმოაჩინეს

Coca-Cola-ში ქლორატის მაღალი დონე აღმოაჩინეს

2235199
Coca-Cola-ში ქლორატის მაღალი დონე აღმოაჩინეს

ამერიკული უალკოჰოლო სასმელების ბრენდმა Coca-Cola-მ გამოიწვია ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გაყიდული სასმელები, რომლებშიც ქლორატის მაღალი დონე აღმოაჩინეს.

ბელგიის ფედერალურმა სურსათის ჯაჭვის უსაფრთხოების სააგენტომ (FASFC) განაცხადა, რომ Coca-Cola Europacific Partners Belgium-ის მიერ წარმოებული სხვადასხვა პროდუქტების გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღეს ქლორატის მაღალი დონის გამო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოწვევა ეხება საწარმოო კოდებით 328 GE-338 GE-ის მქონე Coca-Cola, Fanta, Sprite, Fuse Tea, Nalu, Minute Maid, Tropico და Royal Bliss ბრენდების ქილებსა და მინის ბოთლებში ჩამოსხმულ სასმელებს, ასევე ამ პროდუქტების სხვადასხვა სახეობებს.

განცხადებაში მომხმარებლები გააფრთხილეს, რომ არ მოიხმარონ აღნიშნული პროდუქტები და აცნობეს, რომ პროდუქტები შეიძლება დაბრუნდეს გაყიდვის წერტილებში.

ბელგიური მედიის ცნობით, Coca-Cola-ს გამოწვეული პროდუქტები გასული წლის ნოემბრიდან იწარმოებოდა ბელგიის ქალაქ გენტის საწარმოში.

პროდუქტები ბელგიის გარდა გაიგზავნა ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ლუქსემბურგში.

ცნობისათვის, ქლორატი წარმოიქმნება ქლორის შემცველი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით წყლის გაწმენდისა და საკვების დამუშავების დროს.



მსგავსი ინფორმაციები