სტარმერი ფინელ და ესტონელ კოლეგებს შეხვდა
სტარმერი ფინელ და ესტონელ კოლეგებს შეხვდა
ინგლისის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალთან ერთად წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელების გათიშვის საკითხი განიხილა.
2024 წლის 25 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თანამშრომლობის შესახებ EstLink 2 ელექტროქსელსა და ბალტიის ზღვაში სატელეკომუნიკაციო კაბელების გათიშვის წყაროს დადგენისა და საბოტაჟის პრევენციის საკითხებზე. ასევე, გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა უკრაინის მხარდაჭერისა და სამშვიდობო პროცესის შესახებ.
სტარმერმა გამოთქვა შეშფოთება ესტონეთის უსაფრთხოებისა და რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" შესახებ.
25 დეკემბერს მომხდარი გათიშვის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგიონში გაიარა გემმა, რომელიც სავარაუდოდ რუსეთს ეკუთვნის.
მსგავსი ინფორმაციები
მეცნიერებმა დეპრესიასთან დაკავშირებული 300-ზე მეტი გენეტიკური რისკ-ფაქტორი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა დეპრესიასთან დაკავშირებული 300-ზე მეტი გენეტიკური რისკ-ფაქტორი აღმოაჩინეს