შვედეთი გერმანიისგან 44 ერთეულ Leopard 2A8 ტიპის საბრძოლო ტანკს შეიძენს

შვედეთი გერმანიისგან 44 ერთეულ Leopard 2A8 ტიპის საბრძოლო ტანკს შეიძენს

2228740
შვედეთი გერმანიისგან 44 ერთეულ Leopard 2A8 ტიპის საბრძოლო ტანკს შეიძენს

შვედეთი გერმანიისგან 44 ერთეულ Leopard 2A8 ტიპის ძირითად საბრძოლო ტანკს შეიძენს.

შვედეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეძენილი იქნება 44 ახალი Leopard 2A8 ტანკი და ასევე მოხდება არსებული 66 Leopard 2 ტანკისა და სხვა საბრძოლო მანქანების მასშტაბური მოდერნიზაცია.

თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა განაცხადა, რომ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის გამო ეს არის ყველაზე მასშტაბური მოდერნიზაცია 1950-იანი წლების შემდეგ.

აღინიშნა, რომ შვედეთმა ამ მიზნით ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ფრანგულ-გერმანულ თავდაცვის კომპანია KNDS-თან 44 ახალი წარმოების Leopard 2A8 ტანკის შესაძენად.

მოდერნიზაციისთვის დაიხარჯება 22 მილიარდი კრონა (დაახლოებით 1.9 მილიარდი ევრო) და ამით მიზნად ისახავენ თავდაცვითი შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაძლიერებას და ოთხი ბრიგადის ფორმირების დასრულებას.

ახალი ტანკების მიწოდება დაგეგმილია 2028-2031 წლებში.


საკვანძო სიტყვები: #გერმანია , #შვედეთი , #Leopard 2A8

მსგავსი ინფორმაციები