„TRT World Forum 2024“ იწყება
„TRT World Forum 2024“ იწყება
დღეს და ხვალ, მსოფლიოს თვალი და ყური კვლავ თურქეთისკენ იქნება მიმართული...
ადგილობრივი და უცხოელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, აკადემიკოსები და ჟურნალისტები TRT World Forum-ზე შეიკრიბებიან.
ამ წლის 8-ედ გასამართი TRT World Forum-ი გაიხსნება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამოსვლით სტამბოლის საკონგრესო ცენტრში.
„მსოფლიო გარდამტეხ წერტილზე: კრიზისებისა და ტრანსფორმაციის მართვა“ თემაზე, ორი დღის განმავლობაში გაიმართება საჯარო სხდომები და მრგვალი მაგიდის შეხვედრები.
TRT World Forum-ზე, რომელიც მედიის სფეროში მსოფლიოში ყველაზე დიდ ფორუმს წარმოადგენს, წელს 30-ზე მეტი ქვეყნიდან 150-ზე მეტი მომხსენებელი მიიღებს მონაწილეობას.
განხილული იქნება მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები კლიმატის კრიზისიდან ეკონომიკამდე, გეოპოლიტიკიდან ტექნოლოგიამდე, მედიიდან საერთაშორისო სამართლამდე.
ღაზაში მიმდინარე გენოციდი აგრეთვე იქნება ფორუმის საგანგებო სხდომების დღის წესრიგში.
ღონისძიების სრული ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტით.