„TRT World Forum 2024“ ხვალ იწყება
„TRT World Forum 2024“ ხვალ იწყება
თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის კორპორაციის (TRT) მიერ ორგანიზებული „TRT World Forum 2024“ თემაზე „კრიზისებისა და ტრანსფორმაციების მართვა“, 29-30 ნოემბერს სტამბოლში გაიმართება.
TRT-ს გენერალური დირექტორი ზაჰიდ სობაჯიმ განაცხადა, რომ 2017 წელს პირველად გამართული TRT World Forum მსოფლიოს ყურადღებას თურქეთისკენ იქცევს.
სობაჯიმ აღნიშნა, რომ TRT World Forum-ის მიზანია იმ იდეების განხილვის პლატფორმის შექმნა, რომლებიც მსოფლიოს უფრო საცხოვრებელ და სამართლიან ადგილად გარდაქმნის. მან ისიც თქვა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ცდილობენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას უფრო ფართო პერსპექტივიდან.
სობაჯიმ ხაზი გაუსვა, რომ TRT World Forum მხოლოდ სადისკუსიო პლატფორმა კი არ არის, არამედ საერთაშორისო პრობლემებზე კონკრეტული გადაწყვეტილებების შემუშვების ადგილიცაა. მან აღნიშნა: „ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა რეგიონებში ჩაგრული ადამიანების ხმებს. ჩვენ საერთაშორისო დღის წესრიგის წინა პლანზე გამოგვაქვს იმ ადამიანების პრობლემები, ვისი უფლებებიც იგნორირებულია“.
სობაჯიმ ასევე აღნიშნა, რომ ფორუმი გამოხატავს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის „მსოფლიო ხუთზე დიდა“ პრინციპს. იგი არის პროტესტი გლობალური სისტემის მიმართ, რომელიც ჩაგრავს სუსტებს.
მან განაცხადა, რომ ფორუმს დაესწრება 1500-ზე მეტი მონაწილე 30-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტები, მინისტრები, ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ადამიანის უფლებების დამცველები და ბიზნესმენები.
ფორუმზე განიხილავენ კლიმატის კრიზისს, ეკონომიკას, გეოპოლიტიკას, ტექნოლოგიებს, მედიას, საერთაშორისო სამართალს. სხვადასხვა რეგიონის ექსპერტები გაანალიზებენ პასუხებს და გამოსავლებს აფრიკიდან ევროპამდე, შუა აზიიდან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონამდე.
სობაჯიმ ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ ფორუმზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ღაზის საკითხს და თურქეთის თავდაცვის მრეწველობის განხილვას.