Bayraktar TB3-ის წარმატებული ტესტები გრძელდება

Bayraktar TB3-ის წარმატებული ტესტები გრძელდება

2214021
Bayraktar TB3-ის წარმატებული ტესტები გრძელდება

გუშინ, ჩანაქკალეს სანაპიროსთან, ამფიბიურ გემ TCG Anadolu-ზე თურქეთის ავიაციის ისტორიაში შეიარაღებულ უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar TB3-ის (SİHA) მხრიდან ყოველგვარი დამხმარე აღჭურვილობის გარეშე აფრენა-დაფრენის ტესტი ორჯერ წარმატებით განხორციელდა.

Baykar-ის განცხადების თანახმად, მსოფლიო ავიაციის ისტორიაში Bayraktar TB3-ი, რომელმაც შეძლო მოკლე საფრენ ბაქანიანი გემიდან აფრენა-დაფრენა, გააგრძელებს გემის ტესტებს.

ცნობისათვის, აღნიშნულმა აპარატმა წარმატებით დაასრულა ტესტი საშუალოდ 20 000 ფუტის სიმაღლეზე ფრენით.

ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის შეერთების ადგილზე 46-წუთიანი ისტორიული საფრენი ტესტის განხორციელების შემდეგ, Bayraktar TB3-მა იგივე მოკლე ბაქანზე წარმატებით დაეშვა ნებისმიერი ინსტრუქციული დამხმარე აღჭურვილობის გარეშე.



მსგავსი ინფორმაციები