როდის განხორციელდება „განვითარების გზის“ პროექტი?
როდის განხორციელდება „განვითარების გზის“ პროექტი?
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ „განვითარების გზის“ პროექტის განხორციელება 5,6 წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება.
მინისტრმა ურალოღლუმ, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში თურქეთის, ერაყის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მონაწილეობით გამართული განვითარების გზის პროექტის მეორე საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
ურალოღლუმ აღნიშნა, რომ პროექტი სარკინიგზო და საავტომობილო გზის თვალსაზრისით ძალიან ღირებულია რა, მათ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს დამატებით ენერგეტიკისა და საკომუნიკაციო ხაზების პროექტში ჩართვაზე.
ურალოღლუმ განაცხადა, რომ 2025 წელს გეგმავენ პროექტის სამუშაოების დაწყებას და მისცა გზავნილი, რომ განვითარების გზის პროექტი 5,6 წლის განმავლობაში შესაძლოა ექსპლუატაციაში იქნეს შეყვანილი.
განვითარების გზის პროექტი მიზნად ისახავს თურქეთსა და ერაყს შორის სახმელეთო და სარკინიგზო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, ბასრიდან თურქეთის საზღვრამდე.
1,200 კილომეტრიანი სარკინიგზო და საავტომობილო გზა თურქეთს ფავის პორტთან დააკავშირებს სპარსეთის ყურეში, ხოლო თურქეთის მხარეს დაახლოებით 2,100 კილომეტრი იქნება. განვითარების გზის პროექტი განიხილება, როგორც „ახალ აბრეშუმის გზა“. პროექტი გავლენას მოახდენს ევროპიდან სპარსეთის ყურის ქვეყნებამდე ფართო რეგიონზე და შექმნის საერთო სარგებელს.