ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა
ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა
2204747
ჩრდილოეთ კორეამ გამოცადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელმაც მიაღწია უმაღლეს სიმაღლეს და ჰაერში ყველაზე დიდხანს დარჩა.
სამხრეთ კორეისა და იაპონიის ცნობით, რაკეტა ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში ჩავარდა.
გამოცხადდა, რომ რაკეტამ 7 ათასი კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და 86 წუთის განმავლობაში ფრინავდა.
ეს იყო ჩრდილოეთ კორეის რაკეტის დღემდე დაფიქსირებული ყველაზე ხანგრძლივი ფრენა.
ფხენიანის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბირთვული არსენალის გაძლიერება გაგრძელდება.
იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებმა დაგმეს ფხენიანის ხელისუფლების ქმედება და განაცხადეს, რომ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა იყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა.