Honda დაახლოებით 1,7 მილიონ ავტომობილს უკან გაიწვევს
Honda დაახლოებით 1,7 მილიონ ავტომობილს უკან გაიწვევს
Honda დაახლოებით 1,7 მილიონ ავტომობილს საჭის პრობლემის გამო უკან გაიწვევს.
ამერიკის შეერთებული შტატების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) მიერ გაკეთებულ განცხადებაში, აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება 2023-2025 მოდელს Acura Integra, Civic Type R, CR-V Hybrid, CR-V, HR-V, 2022-2025 წწ. მოდელები Civic, Civic Hatchback-ი, 2024-2025 მოდელი Acura Integra Type S და 2025 მოდელი CR-V Fuel Cell EV, Civic Hybrid და Civic Hatchback Hybrid-ი.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საჭის გადაცემათა კოლოფი შესაძლოა არასწორად იყო დამზადებული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი შიდა ხახუნი და გაძნელდეს ავტომობილის საჭის შემობრუნებისას.
მათივე განცხადებით, ამ ვითარებამ შესაძლოა გაზარდოს უბედური შემთხვევის ან ტრავმის რისკი.
მსგავსი ინფორმაციები
კონკურსის „მსოფლიო რობოტების თასი“ ევრაზიის ეტაპი ვანში დაიწყო
კონკურსის „მსოფლიო რობოტების თასი“ ევრაზიის ეტაპი ვანში დაიწყო
ჩრდილოეთ კორეამ კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა