ადანაში გამართული TEKNOFEST-ი დასრულდა
ადანაში გამართული TEKNOFEST-ი დასრულდა
ადანაში, 2 ოქტომბერს დაწყებული, მსოფლიოს უდიდესი საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიების ფესტივალი TEKNOFEST-ი დასრულდა.
ადანის აეროპორტში 5 დღის განმავლობაში გამართული ღონისძიებების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას შეეძლო გაცნობოდა მრავალ სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და კულტურულ ღონისძიებებს.
ფესტივალის ფარგლებში, თურქულმა ვარსკვლავებმა, SOLOTÜRK-მა, HÜRKUŞ-მა, HÜRJET-მა, Bayraktar Akıncı-მ, Bayraktar TB3-მა, F-16-ებმა და მოიერიშე ვერტმფრენებმა მრავალი ავია-შოუები გამართეს.
ფესტივალზე ასევე გაიმართა ისეთი საინტერესო შოუები, როგორიცაა პარაშუტით ხტომა და საჰაერო ევაკუაცია ვერტმფრენით.
ღონისძიებებში გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები და ბავშვებისთვის მოეწყო სამეცნიერო შოუები, მიუზიკლები და სხვა კონკურსები.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთის ადგილობრივი და ეროვნული წარმოების ავტომობილი Togg-ი 40 ათასი ერთეული გაიყიდა
თურქეთის ადგილობრივი და ეროვნული წარმოების ავტომობილი Togg-ი 40 ათასი ერთეული გაიყიდა