ახალ ზელანდიაში ვულკანი ვაკაარი გააქტიურდა

ახალ ზელანდიაში ვულკანი ვაკაარი გააქტიურდა

2179115
ახალ ზელანდიაში ვულკანი ვაკაარი გააქტიურდა

ახალი ზელანდიის ჩრდილოეთით თეთრ კუნძულზე მდებარე კუნძულ ვაკაარის გააქტიურებამ საჰაერო ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ვულკანის მიერ გამოფრქვეული ფერფლი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე პლენტის ყურეში, დაახლოებით 1,2 კილომეტრზე ავიდა.

ეროვნული ავიაკომპანიის Air New Zealand-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფეთქების შემდეგ ტაურანგასა და როტორუას აეროპორტებიდან დაგეგმილი მინიმუმ 10 რეისი გაუქმდა და 3 ფრენა გადაიდო.

ქვეყნის დედამიწის მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის GNS Science-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ გასულ კვირას ვაკაარიში ახალი გამტარი დაფიქსირდა და ვულკანური ფერფლის რაოდენობა გაიზარდა.

კუნძულზე მდებარე ვულკანი ვაკაარი, რომელიც პოპულარული ტურისტული ადგილია, 2019 წლის დეკემბერში ამოიფრქვა.

აფეთქების შედეგად 22 ტურისტი დაიღუპა, 25 კი მძიმედ დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები