ბელგიაში ცხოველებში "ცისფერი ენის დაავადება" გავრცელდა

ბელგიაში ცხოველებში "ცისფერი ენის დაავადება" გავრცელდა

2178251
ბელგიაში ცხოველებში "ცისფერი ენის დაავადება" გავრცელდა

ბელგიაში ცხვრებში, თხებში, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და ძროხებში გავრცელდა ვირუსით გამოწვეული დაავადება, რომელიც ცნობილია როგორც "ცისფერი ენის დაავადება".

სურსათის ფედერალური სააგენტოს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, თვის დასაწყისში გაჩენილი „ცისფერი ენის დაავადება“ თანდათან ვრცელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სულ 874 ცხვარი, თხა, ძროხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია დაინფიცირებული, დაავადება განსაკუთრებით ცხვრებს შორის ვრცელდება. დაღუპული ცხოველების რაოდენობა უცნობია.

დაავადება, რომელიც ცნობილია ამ სახელით, რადგან ინფიცირებულ ცხოველებს ენა ცისფერი უხდება, გამოწვეულია კოღოების ერთ-ერთი სახეობით და არ გადადის ადამიანებზე.

ან შეიძლება გამოიწვიოს ცხოველებში მაღალი სიცხე, მადის დაკარგვა, სახსრების ტკივილი, ლაქტაცია და სუნთქვის პრობლემები.



მსგავსი ინფორმაციები