ზელენსკი: "F-16-ები უკრაინაშია"
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას F-16 საბრძოლო თვითმფრინავები გადაეცა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას F-16 საბრძოლო თვითმფრინავები გადაეცა.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაკეთებულ პოსტში აღნიშნა: "F-16-ები უკრაინაშია. ჩვენ ამას მივაღწიეთ. მე ვამაყობ ჩვენი მეგობრებით, რომლებიც სპეციალიზირდნენ ამ თვითმფრინავებზე და დაიწყეს მათი გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს ამ შედეგისთვის. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც ნამდვილად დაგვეხმარა F-16-ების საკითხში, დანიას, ჰოლანდიას და აშშ-ს, ქვეყნებს, რომლებმაც პირველებმა განაცხადეს თანხმობა ჩვენი თვითმფრინავების შესახებ მოთხოვნაზე“.
არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმა ქვეყანამ რამდენი F-16 თვითმფრინავი გადასცა უკრაინას.
მსგავსი ინფორმაციები
უკრაინაში F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა
უკრაინაში ამერიკული წარმოების F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა