ESA-ს ახალი რაკეტა Ariane 6 პირველად გაიგზავნა კოსმოსში

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ახალი რაკეტა Ariane 6 პირველად გაიგზავნა კოსმოსში

2161516
ESA-ს ახალი რაკეტა Ariane 6 პირველად გაიგზავნა კოსმოსში

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ახალი რაკეტა Ariane 6 პირველად გაიგზავნა კოსმოსში.

ევროპის ახალი რაკეტა Ariane 6 კოსმოსში გააგზავნეს საფრანგეთის გვიანაში მდებარე ევროპის კოსმოსური სადგურიდან.

ESA-ს გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ აშბახერმა შეაფასა 56 მეტრის სიგრძის Ariane 6-ის პირველი ფრენა.

აშბახერმა განაცხადა, რომ სრულიად ახალი რაკეტის ყოველთვის გაშვება ვერ ხერხდება და რომ ათასობით ადამიანმა უნდა იმუშაოს წლების განმავლობაში რაკეტის პირველი ფრენისთვის.

მისივე თქმით, ევროპის ახალი თაობის რაკეტა Ariane წარმატებით იქნა გაშვებული, ისინი მომსწრენი გახდნენ ამ ისტორიული მომენტისა, როდესაც ევროპის კოსმოსში წვდომა აღდგა.

რაკეტა Ariane 5-მა, რომელიც მისიას ასრულებდა Ariane 6-მდე, ბოლო ფრენა 2023 წლის 5 ივლისს შეასრულა. Ariane 5-მა, რომელიც 1996-2023 წლებში ასრულებდა მისისას, 117 მისიის დროს ორბიტაზე 197 თანამგზავრი მოათავსა.



მსგავსი ინფორმაციები