Türksat 6A, წარმატებით იქნა გაშვებული

Türksat 6A, წარმატებით იქნა გაშვებული

2160832
Türksat 6A, წარმატებით იქნა გაშვებული
cumhurbaskani erdogan.jpg

თურქეთის ადგილობრივი და ეროვნული საკომუნიკაციო თანამგზავრი, Türksat 6A, ფლორიდაში მდებარე, კეიპ კანავერალის კოსმოსური ძალების სადგურიდან  წარმატებით იქნა გაშვებული.

თურქი ინჟინრების მიერ შემუშავებული Türksat 6A კოსმოსში გაიგზავნა, Space X-ის Falcon 9 რაკეტით თურქეთის დროით 02:30.

Türksat 6A, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გამოეყო რაკეტას, პირველი სიგნალი მიღებულ იქნა 67-ე წუთზე.

Türksat 6A, რომელმაც დაიწყო კოსმოსური მოგზაურობა მისი ორბიტისკენ აღმოსავლეთის გრძედის 42 გრადუსზე, ამოქმედდება ორბიტალური ტესტების შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ გაგრძელდება მინიმუმ 1 თვე.

ცნობისათვის, თანამგზავრის ამოქმედებით, თურქეთი შეძლებს მსოფლიოს მოსახლეობის 65 პროცენტზე მეტს მიწვდეს საკუთარი საკომუნიკაციო თანამგზავრებით.

თავის მხრივ, Türksat 6A-ს, კოსმოსში წარმატებით გაშვებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი Türksat 6A-ით თანამგზავრების წარმოების ახალ ფაზაზე გადავიდა.

„Türksat 6A-ით ჩვენ შევედით თანამგზავრული წარმოების ახალ ფაზაში. ჩვენი ადგილობრივი და ეროვნული საკომუნიკაციო თანამგზავრი, Türksat 6A, უზრუნველყოფს არსებული თანამგზავრების სარეზერვო ასლს და შემდგომ გაზრდის სიმძლავრეს“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები