გასული თვე მსოფლიოში დღემდე დაფიქსირებული "ყველაზე ცხელი თებერვალი" იყო
გასული თვე მსოფლიოში დღემდე დაფიქსირებული "ყველაზე ცხელი თებერვალი" იყო
გასული თვე მსოფლიოში დღემდე დაფიქსირებული "ყველაზე ცხელი თებერვალი" იყო.
ევროკავშირის დედამიწის კვლევის პროგრამის „კოპერნიკი“-ს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, გასულ თვეში მსოფლიოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 13,54 ცელსიუსი იყო.
ეს ციფრი 0,81 გრადუსით მეტი იყო 1991-2020 წლების თებერვლის საშუალო მაჩვენებელზე და 0,12 გრადუსით მეტი წინა ყველაზე ცხელ თებერვალზე, რომელიც დაფიქსირდა 2016 წელს.
ამრიგად, ბოლო 9 თვე ყველაზე ცხელი თვე იყო, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა, გლობალური საშუალო ტემპერატურა ბოლო 12 თვეში (2023 წლის მარტი - 2024 წლის თებერვალი) 0,68 გრადუსით მეტია 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე.
ეს ზამთარი ევროპაში 1,44 გრადუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს, რაც მეორე ყველაზე თბილი ზამთარია 2019-2020 წლების ზამთრის შემდეგ.
ზღვის ზედაპირის ტემპერატურამ, ისევე როგორც ჰაერის ტემპერატურამ მთელ მსოფლიოში მიაღწია "უჩვეულოდ მაღალ დონეს".
თებერვალში ზღვის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 21,06 გრადუსი ცელსიუსი იყო, რაც ყველაზე მაღალი ტემპერატურაა ოდესმე ნებისმიერ თვეში დაფიქსირებულს შორის.
„კოპერნიკი“-ს კლიმატის ცვლილების სამსახურის დირექტორმა კარლო ბუონტემპომ განაცხადა, რომ თებერვალი არის ბოლო თვეებში დაფიქსირებულ რეკორდულ ტემპერატურათა შორის და გააკეთა გააფრთხილება, რომ რეკორდული ტემპერატურა მთელ მსოფლიოში გაგრძელდება, თუ გლობალური დათბობის თავიდან აცილება ვერ მოხდება.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთის ადგილობრივი და ეროვნული წარმოების ავტომობილი Togg-ი 40 ათასი ერთეული გაიყიდა
თურქეთის ადგილობრივი და ეროვნული წარმოების ავტომობილი Togg-ი 40 ათასი ერთეული გაიყიდა