2023 წელი იქნება ყველაზე ცხელი ბოლო 125 ათასი წლის განმავლობაში

2023 წელი იქნება ყველაზე ცხელი ბოლო 125 ათასი წლის განმავლობაში

2062510
2023 წელი იქნება ყველაზე ცხელი ბოლო 125 ათასი წლის განმავლობაში

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წელი იქნება ყველაზე ცხელი ბოლო 125 ათასი წლის განმავლობაში.

მეცნიერების თქმით, რომლებიც მუშაობენ ევროკავშირის ბაზაზე მოქმედ კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სერვისში (C3S), "თითქმის დაზუსტებულია", რომ 2023 წელი იქნება ყველაზე ცხელი ბოლო 125 ათასი წლის განმავლობაში.

სერვისი განცხადებით, გასულ თვეში დაფიქსირებულმა ტემპერატურის მონაცემებმა, მოხსნა 2019 წლის ყველაზე ცხელი ოქტომბრის რეკორდები. სერვისის დირექტორმა სამანტა ბერგესმა ოქტომბრის არანორმალურ ტემპერატურას „ძალიან ექსტრემალური“ უწოდა.

ცნობილია, რომ ტემპერატურის ეს ექსტრემალური მატება ელ-ნინიოს კლიმატის მოდელისა და სათბურის გაზების მუდმივი გამოყოფის კომბინაციის შედეგია, რაც იწვევს წყნარი ოკეანის აღმოსავლეთში ზედაპირული წყლის დათბობას.

კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სერვისის თქმით, ჰაერის საშუალო ტემპერატურა ოქტომბერში 1,7 გრადუსი ცელსიუსით აღემატება 1850-1900 წლების ოქტომბრის საშუალო ტემპერატურას.

ბერგესმა თქვა, რომ კოპერნიკის სერვისის მონაცემთა ნაკრები 1940 წლალმდე მიდის და დაამატა: ”როდესაც ვაერთიანებთ ჩვენს მონაცემებს IPCC (კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი), შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2023 იქნება ყველაზე ცხელი წელი ბოლო 125 ათასი წლის განმავლობაში“.



მსგავსი ინფორმაციები