კენია პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას 2027 წელს დაიწყებს

კენია პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას 2027 წელს დაიწყებს

2042841
კენია პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას 2027 წელს დაიწყებს

Business Daily-ის ცნობით, კენიის ბირთვული ენერგიისა და ენერგეტიკის სააგენტოს თავმჯდომარემ ჟუსტუს ვაბუიაბომ განაცხადა, რომ დაჩქარდა სატენდერო მზადება ატომური ელექტროსადგურის ობიექტის შექმნისთვის კილიფის ან კვალეს რეგიონში.

ვაბუიაბოს თქმით, ისინი გეგმავენ ობიექტის მშენებლობის დაწყებას 2027 წელს, რომლის დასრულებასაც 6-დან 10 წლამდე დასჭირდება.

დასრულების შემდეგ ობიექტი, რომლის სიმძლავრე იქნება დაახლოებით 1000 მეგავატი, გამიზნულია მზარდი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

შეგახსენებთ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ კენიას 2021 წელს ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყების ნებართვა გასცა.



მსგავსი ინფორმაციები