ილონ მასკის ტვინის ჩიპების კომპანია კლინიკურ გამოცდას იწყებს
ილონ მასკის ტვინის ჩიპების კომპანია კლინიკურ გამოცდას იწყებს

კომპანიების SpaceX-ისა და Tesla Motors-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის კომპანია, Neuralink-ი, რომელიც მუშაობს, ადამიანის ტვინის და ხელოვნური ინტელექტის დაკავშრებაზე, იწყებს პირველ ექსპერიმენტს ადამიანებზე.
Neuralink-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი მიმოხილვის საბჭოსგან თანხმობის მიღების შემდეგ, Neuralink-ი ეძებს პაციენტებს, რათა გამოსცადონ მისი ტვინის იმპლანტი პარალიზებული ადამიანებისთვის კლინიკურ კვლევებში.
იმპლანტის ტესტირება მოხდება ზურგის ტვინის დაზიანების გამო დამბლით დაავადებულ პაციენტებში. ნეურალინკმა არ გაამჟღავნა, სად ჩატარდება კვლევა, რომელიც დაახლოებით 6 წელი გაგრძელდება და რამდენ მონაწილეს მოიცავს.
ცნობისათვის, კომპანია ნეურალინკმა 2023 წლის მაისში გამოაცხადა, რომ მიღებული იქნა ნებართვა ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისგან (FDA), ადამიანებზე ტვინის ჩიპების პროექტის ტესტირების დასაწყებად.
აღინიშნა, რომ ადრე მაიმუნებზე ტესტირებულმა ჩიპებმა წარმატებით მოახდინეს ტვინში არსებული სიგნალების ინტერპრეტაცია და გადასცეს ისინი მოწყობილობებს.
მაშინაც კი, თუ ტვინის იმპლანტის უსაფრთხოება დადასტურდა, ექსპერტები ამბობენ, რომ ინიციატივის კომერციული გამოყენებისთვის დამტკიცებას შესაძლოა 10 წელზე მეტი დასჭირდეს.
მსგავსი ინფორმაციები

ბუნებრივი რესურსების მინისტრი: "მიზნად ვისახავთ ემისიების შემცირებას ჯამში 100 მილიონი ტონით"
ბუნებრივი რესურსების მინისტრი: "მიზნად ვისახავთ ემისიების შემცირებას ჯამში 100 მილიონი ტონით"