კიბოს შემთხვევები მთელ მსოფლიოში იზრდება
კიბოს შემთხვევები მთელ მსოფლიოში იზრდება

მეცნიერულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში 50 წლამდე ასაკის ადამიანებში კიბოს შემთხვევები მთელ მსოფლიოში დაახლოებით 80 პროცენტით გაიზარდა.
კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მაშინ, როდესაც 1990-იან წლებში 50 წლამდე ასაკის ადამიანებში კიბოს შემთხვევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1,82 მილიონი იყო, ეს რიცხვი 2019 წელს 3,26 მილიონამდე გაიზარდა.
ამ პერიოდის განმავლობაში 40, 30 წელზე უფრო დაბალი ასაკის მოზარდებში კიბოს სიკვდილიანობა 27 პროცენტით გაიზარდა.
ექსპერტებმა შემთხვევების გაზრდის მიზეზებად ჩამოთვალეს არასრულფასოვანი კვება, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, უმოქმედობა და სიმსუქნე.
საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევების ანგარიშში ნათქვამია, რომ 1990 წლიდან, ადრეული სიმსივნეების სიხშირე და სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა მთელ მსოფლიოში.
„ჯანსაღი დიეტა, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, მათ შორის სათანადო გარე აქტივობები, შეამცირებს ადრეული კიბოს შემთხვევებს“, აღნიშნულია თემასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში.
მსგავსი ინფორმაციები

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოებული ტანკები M1 Abrams-ი უკრაინაშია
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოებული ტანკები M1 Abrams-ი უკრაინაშია