საბერძნეთში დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაავადების შემთხვევები გაიზარდა
საბერძნეთში, სადაც წლის დასაწყისიდან დასავლეთ ნილოსის ვირუსით 2 ადამიანი დაიღუპა, ბოლო კვირაში შემთხვევები გაიზარდა
2019239
საბერძნეთში, სადაც წლის დასაწყისიდან დასავლეთ ნილოსის ვირუსით 2 ადამიანი დაიღუპა, ბოლო კვირაში შემთხვევები გაიზარდა.
საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს (EODY) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ბოლო კვირაში ქვეყანაში დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაავადებული 8 პაციენტის მკურნალობა დაიწყო.
ამრიგად, დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 2023 წლის დასაწყისიდან 11-მდე გაიზარდა, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა.
დასავლეთ ნილოსის ვირუსით ყველაზე ხშირად ადამიანები „კულექსის“ კოღოების ნაკბენით ავადდებიან და ის ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.