ნიგერიაში დიფტერიით დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

ნიგერიაში დიფტერიით დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

2018964
ნიგერიაში დიფტერიით დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

ნიგერიაში დიფტერიით დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში ნიგერიაში, ბოლო 3 თვეში დიფტერიის ეპიდემიით დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა.

ნიგერიის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს (NPHCDA) დირექტორმა ფაისალ შუაიბმა განაცხადა, რომ დიფტერიის ეპიდემია აგრძელებს გავრცელებას ქვეყნის სხვადასხვა შტატში.

აღნიშნა, რომ მაის-ივლისში ქვეყნის მასშტაბით დიფტერიის 836 შემთხვევა დაფიქსირდა და ეპიდემიის გამო დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა.

მანვე განაცხადა, რომ ნიგერიის ჯანდაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ჯანდაცვის ფედერალურ სამინისტროსთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, მოახდინა ყველა საჭირო რესურსის მობილიზება ეპიდემიაზე ეფექტური რეაგირებისთვის.

დიფტერია ჩნდება მაშინ, როდესაც ბაქტერია სახელად "corynebacterium diphtheriae" ხვდება ყელში, ცხვირში, თვალებსა და კანში. ამ გადამდებმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.


საკვანძო სიტყვები: #დიფტერია , #ნიგერია

მსგავსი ინფორმაციები