ახალგაზრდები სტამბოლში "NEXT by TRT World Forum"-ზე შეიკრიბებიან

ახალგაზრდები სტამბოლში "NEXT by TRT World Forum"-ზე შეიკრიბებიან

1991002
ახალგაზრდები სტამბოლში "NEXT by TRT World Forum"-ზე შეიკრიბებიან

ახალგაზრდები სტამბოლში "NEXT by TRT World Forum"-ზე შეიკრიბებიან.

საერთაშორისო პლატფორმა "NEXT by TRT World Forum", სადაც თავიანთ სფეროში ექსპერტ ახალგაზრდა ჟურნალისტებს, მეცნიერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ბიზნესმენებს შეუძლიათ ისაუბრონ და გაცვალონ იდეები და უფრო ინკლუზიური და მდგრადი მომავლის შესაქმნელად განიხილონ აქტუალური კრიტიკულ საკითხები, 20 ივნისს გაიმართება.

TRT-ს განცხადებით, ღონისძიებაზე, სადაც გასულ წელს ათასზე მეტი ახალგაზრდა შეიკრიბა თურქეთიდან, საზღვარგარეთიდან და განიხილეს მრავალი თემა კოსმოსური  ურიზმიდან მდგრადი ბიზნეს მოდელებამდე, NFT სემინარიდან ტექნოლოგიამდე, გაშუქებული იქნება მედიის, ტექნოლოგიის, პლანეტის, ვაჭრობის, ლიდერობის, სპორტის, განათლების, მოგზაურობის, კოლექტიური ქმედების და ხელმისაწვდომობის თემები.

ღონისძიებაზე ასევე გაიმართება პანელები და საუბრები, მონაწილეებს შესთავაზებენ ყოვლისმომცველ სწავლებას და პრაქტიკულ გამოცდილებას VR ილუსტრაციით, თამაშის დიზაინით, მდგრადი ხელოვნების, ტრენდული კონტენტის წარმოებით და ელექტრონული ვაჭრობის სემინარებით.

ღონისძიების მომხსენებლებს შორის, რომელსაც დაესწრება მრავალი ექსპერტი თურქეთიდან და საზღვარგარეთიდან, იქნებიან Zindagi Foundation-ის დამფუძნებელი შეჰზად როი, აშშ-ს თეთრი სახლის გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების მრჩეველთა საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი ჯერომ ფოსტერ II, განათლების მცველი და პრეზიდენტის მრჩეველი ზურიელ ოდვოლე და Green Generation Initiative-ს დამფუძნებელი ელიზაბეტ უათუტი.

ფორუმზე რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://next.trtworldforum.com/.


საკვანძო სიტყვები: #NEXT by TRT World Forum

მსგავსი ინფორმაციები