ქოლერის ეპიდემია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში: დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

ქოლერის ეპიდემია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში: დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

1990461
ქოლერის ეპიდემია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში: დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

ქოლერის ეპიდემია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში: დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აღმასრულებელი დედაქალაქის, პრეტორიის გარშემო ქოლერის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

გაუტენგის პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეპიდემიის შედეგად პრეტორიის ჩრდილოეთით, ჰამანსკრაალის რეგიონში 29 ადამიანიდან 17, რომელთა ქოლერის ტესტის შედეგები დადებითი იყო, გარდაიცვალა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰამანსკრაალის რეგიონში ქოლერის სიმპტომებით დაავადებული 165 ადამიანი მკურნალობს.

გაუტენგის მთავრობამ რეგიონში ქოლერის ეპიდემია 21 მაისს გამოაცხადა.

ქოლერა, რომელიც გამოწვეულია „ვიბრიო“ ბაქტერიით და გადადის საკვებითა და წყლით, იწვევს ძლიერ დიარეას და დეჰიდრატაციას ორგანიზმში. თუ მკურნალობა არ მოხდება, დაავადება შეიძლება ფატალური იყოს.



მსგავსი ინფორმაციები