საბრძოლო ავიამზიდი TCG Anadolu მოვალეობის შესასრულებლად მზად არის
საბრძოლო ავიამზიდი TCG Anadolu მოვალეობის შესასრულებლად მზად არის
1971181
![საბრძოლო ავიამზიდი TCG Anadolu მოვალეობის შესასრულებლად მზად არის](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/6827/6900/205d/642ebb1f51d18.jpg?time=1737076461)
მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საბრძოლო ხომალდი და თურქეთის ყველაზე დიდი საბრძოლო ავიამზიდი TCG Anadolu მოვალეობის შესასრულებლად მზად არის.
TCG Anadolu, რომელიც იქნება თურქეთის საზღვაო ძალების ფლაგმანი, სულ რამდენიმე დღე რჩება მოვალეობის შესრულების დასაწყებად.
თავდაცვის მრეწველობის თავჯდომარე ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ TCG Anadolu-ს გემის საზღვაო ძალებისთვის გადაცემის ცერემონია მომავალი კვირის ორშაბათს (10.04.2023) გაიმართება.
თურქეთის საზღვაო ფლოტის თვალის ჩინი და უდიდესი ხომალდი მოვალეობის შესასრულებლად ე.წ. „ლურჯ სამშობლოში“ 9000 მილის მანძილით დაიწყებს.
მეორეს მხრივ, ისმაილ დემირის განცხადებით, 36 თვის განმავლობაში აშენდება კიდევ 3 ეროვნული ფრეგატი, რაც გააძლიერებს თურქეთის ძალაუფლებას ლურჯ სამშობლოში.