TRT Afrika: თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის აფრიკის არხმა მაუწყებლობა დაიწყო

TRT Afrika: თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის აფრიკის არხმა მაუწყებლობა დაიწყო

1968217
TRT Afrika: თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის აფრიკის არხმა მაუწყებლობა დაიწყო

TRT-ს ციფრული ახალი ამბების არხი გაავრცელებს „აფრიკას ისეთს, როგორიც არის“ და მაყურებელს წარუდგენს ალტერნატიულ პერსპექტივას აფრიკაზე. არხი ასევე წარმოგიდგენთ მნიშვნელოვან გლობალურ ისტორიებს აფრიკის კონტინენტისთვის, მდიდარ და განახლებულ ფორმატში, დაბალანსებული ინფორმაციით.

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) ახალმა ციფრულმა საინფორმაციო არხმა „TRT Afrika“-მ მაუწყებლობა დაიწყო. არხი გლობალური აუდიტორიისთვის ოთხ ენაზე (სვაჰილი, ინგლისური, ჰაუსა და ფრანგული) სიუჟეტებს გააშუქებს.

არხმა პირდაპირი ცოცხალი ეთერი პარასკევს (31 მარტს) დაიწყო, სტამბოლში TRT-სა და აფრიკის მაუწყებელთა კავშირის მიერ ორგანიზებული „პირველი სამაუწყებლო სამიტის“ მეორე დღეს. სამიტი, რომელიც სამდღიანი იყო დაგეგმილი, 30 მარტს დაიწყო.

TRT-ს ობიექტური და ჟურნალისტური მიზნების შესაბამისად, TRT Africa, რომელიც თავის მაყურებელს შესთავაზებს აფრიკის ალტერნატიულ პერსპექტივას, მაყურებელს შესთავაზებს, დაბალანსებულ ინფორმაციებს, მდიდარი და განახლებული ნარატივით.

არხი ასევე გააზიარებს აფრიკისა და აფრიკელების ისტორიებს დიასპორაში, რომელიც ცალსახად აერთიანებს მათ ძირითად ღირებულებებს, დააყენებს მათ მსოფლიო მოვლენების ცენტრში.

TRT Africa-ს ციფრულმა საინფორმაციო არხს, რომელსაც ჰყავს პერსონალი კონტინენტის 15 სხვადასხვა ქვეყნიდან, მისი მიზანია მნიშვნელოვანი ისტორიების შეტანა აფრიკელი აუდიტორიისთვის, მაღალი ხარისხის კონტენტის წარმოება ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალყურს მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს სოციალური მედიის საშუალებით, ამიტომ ცდილობს გახდეს სანდო ახალი ამბების წყარო კონტინენტზე.

არხი ასევე მიზნად ისახავს მაყურებელს მიაწოდოს აფრიკიდან და მთელი მსოფლიოდან უნიკალური ციფრული შინაარსის მქონე ინფორმაციები, ექსკლუზიური ისტორიები, კვლევები და დოკუმენტური ფილმები და გაავრცელოს ინფორმაცია, მსოფლიო აფრიკული დიასპორის შესახებ.

TRT Africa-ას სამაუწყებლო არეალი იქნება, აფრიკის ათეულობით ქვეყანა, მათ შორის გამბიიდან მაროკომდე, ნიგერიიდან კამერუნამდე. ამ არხის სამაუწყებლო მიზანი ასევე დაადასტურებს თურქეთის მრავალწლიან მხარდაჭერას აფრიკისადმი, რაც უზრუნველყოფს პლატფორმას აფრიკის ხმის გასაგონად და დასაფასებლად მთელ მსოფლიოში.

TRT Afrika, რომელიც ახლახან იწყებს სამაუწყებლო ცხოვრებას, გახდა TRT ოჯახის უახლესი წევრი, რომელიც შედგება TRT World-ის, TRT Arabic-ის, TRT Russian-ის, TRT Deutsch-ის, TRT Français-ის და TRT Balkan-ისაგან.

TRT აფრიკის სამიტი

სამიტი, პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ფაჰრეთთინ ალთუნის, TRT-ს გენერალური დირექტორის მეჰმედ ზაჰიდ სობაჯის და აფრიკის მაუწყებელთა კავშირის უფროსი მენეჯერის გრეგუარ ნჯაკას სიტყვით გამოსვლით დაიწყო.

სამიტის პირველ დღეს (30 მარტი), აფრიკის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები შეიკრიბნენ თემით „მდგრადი მომავლისკენ: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამსახურის შეცვლა“.

აფრიკის 16 ქვეყნიდან ჩამოსულ 23 ჟურნალისტს ასევე ჩაუტარდა ტრენინგი ისეთ თემებზე, როგორიცაა „მედიის ცვლილება პანდემიის პროცესში“, „ტექნოლოგიის წვლილი ჟურნალისტიკაში“, „ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება დასავლური ეთნოცენტრული მიდგომის წინააღმდეგ“.

სამიტის მეორე დღეს გამართულ, სხდომებზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა „აფრიკა-თურქეთის ურთიერთობები საჯარო სერვისების მედიის სარკეში: საერთო ხედვა და მომავალი გამოწვევები“, „საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავალი განვითარებადი ტექნოლოგიებისა და ახალი მედიის ეპოქაში: როგორ შეიძლება აფრიკული და თურქეთის საჯარო სერვისების მედია განახლებულ ციფრულ ეპოქაში?” და „გლობალური ახალი ამბების არხების ცვალებადი სახე: აფრიკული ისტორიების მოყოლა საერთო ხედვით უფრო სამართლიანი სამყაროსთვის“.

სამიტი გაგრძელდება პანელებით თემაზე: „აფრიკული ისტორიების მოყოლა ახალი ხედვით“.



მსგავსი ინფორმაციები