ევროკავშირი 2035 წლიდან აკრძალავს ბენზინისა და დიზელის მანქანებს

ევროკავშირის ქვეყნებმა მოიწონეს 2035 წლიდან ბენზინისა და დიზელის ძრავების მქონე ახალი მანქანების გაყიდვის აკრძალვის ინიციატივა

1966476
ევროკავშირი 2035 წლიდან აკრძალავს ბენზინისა და დიზელის მანქანებს

ევროკავშირის ქვეყნებმა მოიწონეს 2035 წლიდან ბენზინისა და დიზელის ძრავების მქონე ახალი მანქანების გაყიდვის აკრძალვის ინიციატივა.

ევროპის საბჭომ განაცხადა, რომ წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს კანონი, რომელიც 2035 წლიდან განახორციელებს ნახშირბადის გამოყოფის მკაცრ სტანდარტებს ავტომობილების და მსუბუქი კომერციული მანქანებისთვის.

კანონის თანახმად, ავტომწარმოებლები 2035 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვს გაანულებენ. ამრიგად, აღნიშნული თარიღიდან ევროკავშირის ქვეყნებში ნახშირბადის გამომყოფი ბენზინის და დიზელის ჩათვლით შიდა წვის ძრავის მქონე ახალი ავტომობილები ვეღარ გაიყიდება.

გარდა ამისა, 2030 წლისთვის ემისიის შემცირების მიზანი იქნება 55 პროცენტი მანქანებისთვის და 50 პროცენტი სატვირთო მანქანებისთვის.

გერმანიის ხელმძღვანელობით ქვეყნების ერთი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა რეგულაციას, რომელიც ევროპარლამენტის გენერალურ ასამბლეაზე გასულ თვეში იქნა მიღებული და ძალაში შესვლისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ოფიციალურად დამტკიცებას საჭიროებს.

გეგმის მხარდასაჭერად გერმანიამ ევროკავშირისგან მოითხოვა გამონაკლისი განახლებადი ენერგიასა და სინთეზურ საწვავთან დაკავშირებით, რომელიც ცნობილია როგორც ელექტრონული საწვავი და მიიღება ჰაერში ნახშირორჟანგის დაჭერით. ამ საკითხზე მოლაპარაკებების შედეგად კონსენსუსი მიღწეულია ევროკომისიასა და გერმანიას შორის.

გერმანიამ, სინთეზურ საწვავზე მომუშავე შიდა წვის ძრავების მქონე ახალი მანქანების გაყიდვის შესახებ ევროკავშირისგან გარანტიები მიიღო.

ამ ეტაპის შემდეგ კანონი ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ.



მსგავსი ინფორმაციები